სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრები მწვრთნელს დაუპირისპირდა - მოგვაშორეთ ეს დესპოტი ლოთი
სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრების წევრები გუნდის მთავარ მწვრთნელს, პრიმოშ გლიხას დაუპირისპირდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.
ფეხბურთელებმა ოფიციალური წერილი გააგზავნეს სლოვენიის ფედერაციაში და მოითხოვეს მწვრთნელის შეცვლა და განაცხადეს, რომ მისი ხელმძღვანელობით აღარ ივარჯიშებენ და არ ითამაშებენ.
„გუნდში აშკარად სერიოზული არეულობაა და მოთამაშეები იძულებულები გახდნენ, ასეთი მოქცეულიყვნენ. ისინი ამბობენ, რომ გლიხა მათ შეურაცხყოფას აყენებდა, ვარჯიშს მოთელვის გარეშე იწყებდა და მატჩებს არ აანალიზებდა. ამას გარდა, არ აძლევდა მათ გოლების აღნიშვნის უფლებას, ავტობუსსა და თვითმფრინავში დაძინების საშუალებას, სასტუმროში კი – ნომრების დაკეტვის უფლებას, ასევე ტელეფონების ხმარებისა და ტელევიზორის ნახვის საშუალებას. ამასთან, ყველაზე უცნაური ისაა, რომ სექტემბერში უნგრეთთან ახალგაზრდული ნაკრებების შესარჩევი ეტაპის მატჩის დაწყებამდე, გლიხამ საუზმე გააუქმა და მოთამაშეების მხოლოდ მსუბუქი გამოკვება უბრძანა“, – წერს გამოცემა „გოლი“.
ამას გარდა, ფეხბურთელების განაცხადეს, რომ როდესაც გუნდში სამი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, მწვრთნელი და მისი თანაშემწეები სასტუმროში ალკოჰოლითა და მუსიკით ერთობოდნენ.
გლიხა სლოვენიის ახალგაზრდულ საფეხბურთო ნაკრებს 2015 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩში ჩაატარა, 16 მოიგო, 10 ფრედ დაასრულდა და 16 წააგო.