სლოვენიაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
სლოვენიაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სლოვენიაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩაში ველოსიპედებით გამოვიდნენ. მათ უმრავლესობას პირბადე ეკეთა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს.

საქმე ეხება ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირბადეებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების დროს გამოცხადებული ტენდერის დროს კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი.

მთავრობა ბრალდებას უარყოფს.

პოლიციამ აქტივისტებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და დაიშალონ.

სლოვენიაში მარტის შუა რიცხვებიდან კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყანაში ვირუსის 1 450 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 100 ადამიანი.