სლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს

11:17, 02.06.2022

სლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის ხელმძღვანელობით, მემარცხენე ცენტრისტულ მთავრობას მხარი დაუჭირა.

90-მანდატიანი პარლამენტიდან, ახალ მთავრობას ნდობა 53-მა დეპუტატმა გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია რობერტ გოლობის პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სოციალ-დემოკრატებისა“ და მემარცხენეებისგან, რომლებმაც კოალიციური უმრავლესობა გასულ თვეს გამართული არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბეს.

მსგავსი