„სლოვანი“ უკვე საქართველოშია - ვაისს და ქართველებს ბათუმში დახვედრა მოუწყვეს #1TVSPORT
„სლოვანი“ უკვე საქართველოშია - ვაისს და ქართველებს ბათუმში დახვედრა მოუწყვეს #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანი“ ბათუმში ჩამოფრინდა და „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდება.

ყველაზე წარმატებულმა სლოვაკურმა კლუბმა ბათუმში დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია და ოფიციალური ვარჯიში გამართა. სლოვაკებს შავი ზღვის სანაპიროზე მოღრუბლული ამინდი და მაღალი ტენიანობა დახვდათ. მეტეოროლოგები დღეს და ხვალ დიდ წვიმას ვარაუდობენ. უკვე აეროპორტში სლოვაკები მიხვდნენ, რომ ადგილობრივები ფეხბურთით ცხოვრობენ, რაზეც კლუბსი ვებგვერდი წერს.

„ადგილობრივ არენაზე ბილეთები ერთი კვირით ადრე გაიყიდა, ქართველი გულშემატკივრები კი „სლოვანს“ აეროპორტში დახვდნენ. საქართველოს ნაკრების მაისურით გამოწყობილი რამდენიმე გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ კაპიტან გურამ კაშიას, ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას და კიდევ ერთ წარმომადგენელს, გიორგი ჩაკვეტაძეს მიესალმნენ. მათ ასევე თბილი დახვედრა მოუწყვეს მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისს, რომელიც თავის ასისტენტ ბორის კიტკოსთან და ფიტნეს სპეციალისტთან, რომან შვანტნერთან ერთად საქართველოს ნაკრებში მუშაობდა“ – იუწყება „სლოვანის“ პრესსამსახური.

ბათუმის „დინამოსა“ და „სლოვგანის“ მატჩი ოთხშაბათს, 13 ივლისს გაიმართება. „აჭარაბეთ არენაზე“ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.