სლოვაკეთში სისხლის სამართლის რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სლოვაკეთში სისხლის სამართლის რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

სლოვაკეთში სისხლის სამართლის რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა სლოვაკეთის სხვადასხვა ქალაქში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს სპეციალური პროკურატურის გაუქმებას, რომელიც იძიებს გახმაურებულ ფინანსურ დანაშაულებებს.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით „კმარა, ფიცო“ და „ჩამოშორდით ჩვენს დემოკრატიას“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 30 000 ადამიანი შეიკრიბა.