სლოვაკეთში ერთ დღეში კორონავირუსზე ტესტირება 2,5 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ერთ პროცენტს დაუდასტურდა
სლოვაკეთში ერთ დღეში კორონავირუსზე ტესტირება 2,5 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ერთ პროცენტს დაუდასტურდა

სლოვაკეთში ერთ დღეში კორონავირუსზე ტესტირება, დაახლოებით 2,5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთა შორის ვირუსი ერთ პროცენტს დაუდასტურდა. ინფიცირებულები კარანტინში გადავიდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 წელზე ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის. მათი განცხადებით, ამ მეთოდის წარმატების შემთხვევაში, მისი გამოყენება სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ.

ტესტირების პროცესში 40 000-ზე მეტი ექიმი და 5 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული. ქვეყნის მთავრობა მასობრივი ტესტირების გაგრძელებას მომდევნო კვირასაც გეგმავს.

სლოვაკეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 2 282 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 59 946 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 219 ადამიანი.