სლოვაკეთსა და უნგრეთში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ
სლოვაკეთსა და უნგრეთში აცხადებენ, რომ ძირითადი მომწოდებლისგან, „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ გასულ თვეში რუსული ენერგოკომპანიების პროდუქციის საკუთარი ქვეყნის გავლით ტრანზიტი აკრძალა.
როგორც სლოვაკეთსა და უნგრეთში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ „ლუკოილისგან“ მიწოდება შეჩერებულია, ისინი კვლავ იღებენ ნავთობს სხვა რუსული კომპანიებისგან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ გაზის მიწოდება რუსეთიდან უნგრეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს შავ ზღვაზე თურქული ნაკადის მილსადენით, მაგრამ ნედლი ნავთობი „ლუკოილმა“ უკრაინის გავლით აღარ გადაიტანა.