სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მათ სლოვაკეთის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საელჩოს მტკიცედ მოუწოდებს, რომ საელჩოს წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად შეასრულონ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

ამასთან, სლოვაკურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე თვეში სლოვაკეთში პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი სლოვაკი დააკავა. მათ შორის არიან თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, სლოვაკეთის კონტრდაზვევრის სამსახურის წევრი, ასევე მთავრობის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების საფუძველზე დახურულ ვებგვერდთან დაკავშირებული პირი.