სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვა
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია მემარცხენე „სმერმა“ გაიმარჯვა.

სლოვაკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 99 პროცენტი, რომლის მიხედვით, „სმერს“ 23 პროცენტი აქვს, ლიბერალურ პარტია „პროგრესულ სლოვაკეთს“ კი – 17 პროცენტი.

სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აცხადებენ, რომ, მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტენ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ეგზიტპოლები „პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვებას ვარაუდობდნენ. რობერტ ფიცოს პარტია მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციურ მოლაპარაკებებს დაიწყებს. როგორც მედია წერს, პროევროპული პარტია „ჰლასი“, რომელსაც შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ შექმნას შემდეგ მთავრობა, 15 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა. მედიის ცნობით, ფიცოს პარტია შესაძლოა, შეუერთდეს „ჰლასს“, რომელიც 2020 წელს დაშორდა „სმერს“ და ნაციონალისტურ „სლოვაკეთის ეროვნულ პარტიას“, რომელმაც 5 პროცენტი მოიპოვა.

ამასთან, როგორც მედია წერს, ახალ პარლამენტში, შესაძლოა, იყოს 10-მდე პარტია, ლიბერტარიანელებიდან დაწყებული ულტრამემარჯვენეებით დამთავრებული, რამაც შეიძლება, კოალიციის შექმის პროცესი გაახანგრძლივოს და გაართულოს.