სლოვაკეთის საგარეო უწყება – სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სლოვაკეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ.
„14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
#OTD 14 YA, #Russia attacked #Georgia 🇬🇪 Until these days, it continues in its aggressive policy towards neighbors. #Slovakia 🇸🇰 rejects this behavior as illegal, dangerous and futile, and supports Georgia’s sovereignty & territorial integrity @MFAgovge pic.twitter.com/PiQGEWiueO
— Slovakia MFA 🇸🇰 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@SlovakiaMFA) August 7, 2022