სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება.

სლოვაკეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში და საქართველოს ამ ტერიტორიებზე ევოკავშირის მონიტორნგის მისიის არდაშვება არის 2008 წლის 12 აგვიტოს გაფორმებული შეთანხმების დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი