სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ყველა წესის დაცვით, როგორც საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ყველა წესის დაცვით, როგორც საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა არსებობდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ყველა წესის დაცვით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა Štandard-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„დღევანდელ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. მე მაინტერესებს, მაგალითად, როგორ დაასაბუთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უპასუხებს კითხვას, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები სამხედრო კონფლიქტში მყოფ ქვეყანასთან?” – აღნიშნა ბლანარმა.

ბლანარმა დასძინა, რომ სლოვაკეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ „ისინი სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს”.