სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება

23:18, 24.01.2025

სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება ლოზუნგით, „სლოვაკეთი ევროპაა“. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები არიან.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქალაქში კონტრაქციებიც არის დაანონსებული, ლოზუნგით „სლოვაკეთი უკრაინა არ არის“. დედაქალაქ ბრატისლავაში ასეთი კონტრაქციას 40-მდე ადამიანი დაესწრო.

რამდენიმე დღის წინ რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ასევე „ექსპერტთა საიდუმლო ჯგუფის“ მონაწილეობით.

მსგავსი