სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ „მიგ 29“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს

14:40, 17.03.2023

სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ „მიგ 29“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება და უკრაინას თვითმფრინავებს პოლონეთთან ერთად გაუგზავნის.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინელების დაცვას მოემსახურებიან და თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ. „მიგ 29“-ების სანაცვლოდ, სლოვაკეთმა მოკავშირეებისგან 900 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.

მსგავსი