სლოვაკეთი და ირლანდია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხევდრას სლოვაკეთი და ირლანდია მაყურებლის გარეშე, ცარიელ ტრიბუნებთან ჩაატარებენ.
სლოვაკეთისა და ირლანდიის მატჩის ცარიელ სტადიონზე ჩატარების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღეს.
შეხვედრა ბრატისლავაში 26 მარტს გაიმართება.
შეგეხსენებთ, რომ ამავე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ ბელარუსს უმასპინძლებს.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს „დინამო არენაზე“ მისვლის საშუალება.
პირველი არხი ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა. ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ბელარუსთან მატჩისთვის ჩვეულებრივ ემზადებაიან, მაგრამ უეფა-ს გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.