სლოვაკეთი 22 ნოემბრიდან აუცრელი მოქალაქეებისთვის მკაცრ შეზღუდვებს აწესებს
სლოვაკეთი 22 ნოემბრიდან აუცრელი მოქალაქეებისთვის მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, მთავარი მიზანია საავადმყოფოებში კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზაცია.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა აღნიშნა, მათ შეასრულეს ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო ორგანოს ექსპერტთა კონსილიუმის რეკომენდაციები. ადამიანებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ აცრა, აეკრძალებათ ყველა მეორეხარისხოვან მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტდარბაზებში, აუზებსა და სასტუმროებში შესვლა. მათ ასევე არ ექნებათ უფლება, დაესწრონ მასობრივ საზოგადოებრივ შეკრებებს, როგორიცაა სპორტული ღონისძიებები.
მედიის ცნობით, მკაცრი ზომები, რომლებიც ზღუდავს როგორც აცრილებს, ასევე აუცრელებს, ძალაში იქნება სამი კვირის განმავლობაში. თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, კაბინეტი მზადაა, განიხილოს გაფრთხილების სისტემის ცვლილებები, ცნობილი როგორც „კოვიდავტომატი“, რომელიც გარკვეულ უპირატესობებს მისცემს აცრილ და დაავადებისგან გამოჯანმრთელებულ მოქალაქეებს.