სლოვაკეთი 10 ივნისიდან ევროპის 16 ქვეყნისთვის საზღვრებს გახსნის
სლოვაკეთი 10 ივნისიდან ევროპის 16 ქვეყნისთვის საზღვრებს გახსნის

სლოვაკეთი 10 ივნისიდან ევროპის 16 ქვეყნისთვის საზღვრებს გახსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი,  მალტა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ფინეთი, ნორვეგია, დანია და ისლანდია.

გასულ კვირას სლოვაკეთმა, საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და უნგრეთთან გახსნა.

ასევე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იგორ მატოვიჩის განცხადებით, შემსუბუქდება პირბადეებთან დაკავშირებით არსებული რეგულაცია და ხვალიდან მოსახლეობა ვალდებული იქნება, ნიღბები მხოლოდ დახურულ სივრცეში ატარონ.

სლოვაკეთში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში, „კოვიდ-19“- ის 1 531 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 ადამიანი.