იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, – იტყობინება Sky Sports.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინგლისურ კლუბს 49 წლის კონტესთვის, კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 9.5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
იტყობინებიან, რომ კონტეს მემკვიდრე გახდება ასევე იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარი, რომელიც ბოლო წლებში “ნაპოლის” ედგა სათავეში.
კონტე “ჩელსის” 2016 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, ლონდონური კლუბი 2017 წელს, ინგლისის ჩემპიონი გახდა.