Sky News-ი - უკრაინასა და ევროპას არ შეუძლიათ აშშ-ის შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ სრულად უარყოფა დონალდ ტრამპთან დისტანცირების რისკის გამო
უკრაინასა და ევროპას არ შეუძლიათ აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ სრულად უარყოფა დონალდ ტრამპთან დისტანცირების რისკის გამო, – ამის შესახებ Sky News-ის საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი დომინიკ ვაგჰორნი წერს.
მისი თქმით, ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ეფექტურად შენიღბავს რუსეთის მოთხოვნებს, როგორც სამშვიდობო წინადადებას.
„არსებობს ეჭვი, რომ სტივ უიტკოფმა და კირილ დმიტრიევმა მოილაპარაკეს, ეს მომენტი აერჩიათ უკრაინის პრეზიდენტზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლის განსახორციელებლად. კიევში უიტკოფ-დმიტრიევის გეგმამ აღშფოთება გამოიწვია“, – აღნიშნავს ვაგჰორნი.
მისივე თქმით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, ამჟამინდელი ტემპით წინსვლის გათვალისწინებით, რუსეთს კიდევ ოთხი წელი დასჭირდება იმ ტერიტორიების დასაკავებლად, რომლების გადაცემასაც „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს.
გუშინ მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გავრცელდა. ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“.
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.