NBA-ის ექვგზის ჩემპიონის სკოტი პიპენის ვაჟმა სკოტი პიპენი-უმცროსმა გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა 2022 წლის დრაფტზე დააყენოს.
21 წლის მოთამაშემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. პიპენმა მადლობა დაგაუხადა „ნეშვილისა“ და „ვანდერბილტის“ გულშემატკივრებს, აგრეთვე მწვრთნელ ჯერი სტეკჰაუსსა და თანაგუნდელებს.
ამ სეზონში უმცროსი პიპენი NCAA-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა – საშუალოდ მატჩში 20.4 ქულას აგროვებდა. ასევე დაამყარა „ვანდერბილტის“ რეკორდი – ერთ სეზონში 736 ქულა დააგროვა.