სკოტ ბესენტი – აშშ-ის ძალები ირანის პორტების ბლოკადას აგრძელებენ, რამდენიმე დღეში გაჩერდება ირანული ნავთობის ჭაბურღილები, გაგრძელდება ზეწოლა „ეკონომიკური მრისხანების“ ფარგლებში
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები ირანის პორტების ბლოკადას აგრძელებენ.
მისი თქმით, აშშ ირანზე ზეწოლას გააგრძელებს „ეკონომიკური მრისხანების“ ფარგლებში.
„რამდენიმე დღეში კუნძულ ხარგზე ნავთობსაცავები გაივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები გაჩერდება. ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა მიზანში იღებს რეჟიმის შემოსავლის მთავარ წყაროს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი განაგრძობს მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას „ეკონომიკური მრისხანების“ ფარგლებში, რათა სისტემურად შეასუსტოს თეირანის შესაძლებლობა, გამოიმუშაოს, გადაიტანოს და უკან დააბრუნოს ფინანსური სახსრები. ნებისმიერი პირი თუ გემი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ფინანსურ ნაკადებს ფარული ვაჭრობისა და დაფინანსების გზით, რისკავს აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცევას“, – განაცხადა ბესენტმა.
As @POTUS has made clear, the United States Navy will continue the blockade of Iranian ports. In a matter of days, Kharg Island storage will be full and the fragile Iranian oil wells will be shut in. Constraining Iran’s maritime trade directly targets the regime’s primary…
— Treasury Secretary Scott Bessent (@SecScottBessent) April 21, 2026