სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჯალაურთისა და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
„პროექტების მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნა. სკოლების განახლება ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.