სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ჰოსპიტალიზებულია

15:48, 28.05.2023

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჰოსპიტალიზებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ვერსიით, ბელარუსის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბელარუსის მთავრობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მსგავსი