სხირტლაძე და ბიტოკი ინდივიდუალურად ემზადებიან - „დინამომ“ საწვრთნელი პროცესი განაახლა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ დიღმის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი თურქული შეკრებიდან დაბრუნებისა და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ განაახლა.
19 თებერვალს გამართულ ვარჯიშზე კახა ცხადაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი გახლდათ. დავით სხირტლაძე და სტეფენ ბიტოკი ახალი სეზონისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.
დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:
მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დავით კერესელიძე.
მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი მაისურაძე, ნიკა მალი, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, სტეფენ ბიტოკი.
ნახევარმცველები: დმიტრი ანტილევსკი, უსმანე კამარა, გიორგი გვიშიანი, თორნიკე კირკიტაძე, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი პაპავა.
თავდამსხმელები: სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე.
„დინამო თბილისი“ 2022 წლის სეზონს 25 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩით გახსნის. თბილისური კლუბი დინამო არენაზე ქართულ დერბიში პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.