სკალონიმ არგენტინის ნაკრები შეიძლება კოპა ამერიკის შემდეგ დატოვოს #1TVSPORT
კვლავინდებურად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ახლოსაა ეროვნული გუნდიდან წასვლასთან. ამჯერად ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა ლეო პარადიზომ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის სპეციალისტმა ბრაზილიასთან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა დაფიქრდეს თავისი მომავლის შესახებ. პრესაში იტყობინებოდნენ, რომ მან შეიძლება უახლოეს ხანში დატოვოს ეროვნული ნაკრები.
ახალი ინფორმაციის თანახმად, სკალონი არგენტინის ნაკრებში 2024 წლის კოპა ამერიკის ბოლომდე იმუშავებს და გუნდს ტურნირის დასრულების შემდეგ დატოვებს.
ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებს. მან თავის გუნდს ზედიზედ გაამარჯვებინა კოპა ამერიკაზე, ფინალისიმასა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.