სკალონიმ არგენტინელ გულშემატკივრებს მიმართა - თქვენ მუნდიალზე ჩვენი მე-12 მოთამაშე იყავით #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„თქვენ ჩვენი გუნდის მე-12 მოთამაშე იყავით. ყველა არგენტინელის ოცნება ახდა. მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის და გვიხარია, რომ ბედნიერებს გხედავთ“, – დაწერა სკალონიმ სოციალურ ქსელში.
44 წლის ლიონელ სკალონიმ არგენტინის ეროვნულ გუნდი 1986 წლის შემდეგ პირველად მიიყვანა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებამდე. კატარის ტურნირის ფინალში სამხრეთამერიკელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს (3:3, 4:2 პენალტების სერიაში).
სკალონი ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მუნდიალამდე სპეციალისტმა, არგენტინის ნაკრებთან ერთად, 2021 წელს კოპა ამერიკა მოიგო.