სკაი ბრაუნი - ათი წლის სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადას უმიზნებს (ვიდეო)
2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა 12 წლის სპორტსმენი ვიხილოთ.
საუბარია ბრიტანელ სკეიტბორდერ სკაი ბრაუნზე, რომელიც ამჟამად 10 წლისაა და უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის სკეიტბორდის ნაკრების წევრად ოფიციალურად დასახელდება.
იაპონიის ქალაქ მიაზაკიში დაბადებული სკაი, რომელსაც ბრიტანელი მამა და იაპონელი დედა ჰყავს, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„უბრალოდ მინდა გავიდე იქ და ვისიამოვნო. ისიც კი არ ვიცი, ვის წინააღმდეგ მომიწევს გამოსვლა. მგონია, რომ ასაკს მნიშვნელობა არა აქვს“, – ამბობს 10 წლის სკაი ბრაუნი.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 24 ივლისს გაიხსნება და 9 აგვისტომდე გასტანს.