„სიტიმ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეორე ადგილი დაკარგა
„სიტიმ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეორე ადგილი დაკარგა

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპულის“ უახლოესი მდევარი „ტოტენჰემი“ გახდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეორედ და ბოლო ოთხ მატჩში მესამედ დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდი სტუმრად „ლესტერის“ წინააღმდეგ თამაშობდა და მე-14 წუთზე ბერნარდო სილვას გოლით დაწინაურდა. თუმცა, მე-19 წუთზე ოლბრაიტონმა ანგარიში გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი რიკარდო პერეირამ „ლესტერს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.

პარალელურად, „ტოტენჰემმა“ შინ „ბორნმუთი“ გაანადგურა – 5:0. გოლები – ჰეონ მინ-სონმა (ორი), კრისტიან ერიქსენმა, ლუკას მოურამ და ჰარი კეინმა გაიტანეს.

ჰეინ მინ-სონმა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი, „ტოტენჰემმა“ კი ბოლო ორ მატჩში 11 გოლი გაიტანა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა 45 ქულა დააგროვა, ექვსი ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“ და ერთი ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“.