„მანჩესტერ სიტიმ“ დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ. ინგლისის ჩემპიონმა მეოთხედფინალის პირველ მატჩში შინ დიდი ანგარიშით მოუგო „ბაიერნს“ – 3:0.
27-ე წუთზე შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით როდრიმ გახსნა ანგარიში. პირველი ნახევარი ისე დასრულდა, რომ „ბაიერნს“ ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
მეორე ტაიმის 65-ე წუთიდან მოყოლებული „სიტის“ შტურმი გამოუვიდა. დაცვაში კატასტროფულმა შეცდომებმა ორი გოლი მოიტანა ზომერის კარში – ჰალანდმა ჯერ ბერნარდო სილვას გაატანინა, შემდეგ კი თავისი მე-11 გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე.
„ბაიერნისთვის“ ეს იყო პირველი წაგება მიმდინარე ლიგაზე. მანამდე გერმანიის ჩემპიონს რვიდან რვა მოგება ჰქონდა.
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.
მანჩესტერ სიტი-ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 როდრი (27), 2:0 ბერნარდო სილვა (70), 3:0 ჰალანდი (76)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, აკე, რუბენ დიაში, აკანჯი, სტოუნზი, გიუნდოგანი, დე ბრუინი (68. ალვარესი), გრილიში, ბერნარდო სილვა, როდრი, ჰალანდი.
ბაიერნი: ზომერი, პავარი, უპამეკანო, დე ლიგტი, გორეტცკა, კიმიხი, დევისი (81. ჟოაო კანსელო), კომანი, სანე, მუსიალა (69. მანე), გნაბრი (80. მიულერი).