ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის ბოლო მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ უპირატესობა უახლოეს მდევართან – „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ისევ 16 ქულა გახდა.
ლიდერი „სიტი“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ შეხვდა „არსენალს“. წინა კვირას, ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა „უემბლიზე“ 3:0 გაანადგურეს ლონდონური კლუბი ინგლისის ლიგის თასის ფინალში, ახლა კი პრემერლიგის მატჩის რანგში, სტუმრად იგივე ანგარიშით მოუგეს არსენ ვენგერის გუნდს.
„სიტიმ“ პირველივე ტაიმში გაიტანა სამი გოლი – თავი გამოიჩინეს ბერნარდო სილვამ, დავიდ სილვამ და ლეროი სანემ.
„არსენალი“ მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით არის დაშორებული.