„სიტიმ“ ახალი ისტორია დაწერა და მეოთხედფინალი გაინაღდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რიად მაჰრეზს 17 გოლი აქვს ამ სეზონში ყველა ტურნირზე. პრემიერლიგის ფეხბურთელთაგან უფრო მეტი მხოლოდ მოჰამედ სალაჰმა გაიტანა (23). ასევე 17 გოლი აქვს „ლივერპულის“ შემტევს დიოგო ჟოტას.
* მაჰრეზი ექვსი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ საუკეთესო ბომბარდირია.
* „მანჩესტერ სიტი“ პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის სტადიაში გასვლითი მატჩის პირველი ტაიმი ოთხი ბურთის სხვაობით მოიგო.
* „მანჩესტერ სიტის“ 12 მოგება და ერთი ფრე აქვს ბოლო 13 მატჩში, ბურთების შეფარდება – 42:7.
სპორტინგი-მანჩესტერ სიტი 0:5
გოლები: 0:1 მაჰრეზი (7), 0:2 ბერნარდი სილვა (17), 0:3 ფოდენი (32), 0:4 ბერნარდი სილვა (44). 0:5 სტერლინგი (58)
სპორტინგი (3-4-2-1): ადანი – ესგაიო, კოატესი, ინასიო – პორო (82. ნეტო), პალინია, მატეუში, რეისი – სარაბია (75. ტაბატა), პედრო გონსალვეში (50. უგარტე) – პაულინიო (75. სლიმანი).
სიტი (4-3-3): ედერსონი – ჟოაო კანსელო, რუბენ დიაში, ლაპორტი (84. აკე), სტოუნზი (61. ზინჩენკო) – ბერნარდო სილვა (85. დელაპი), როდრი (73. ფერნანდინიო), დე ბრუინი – მაჰრეზი, ფოდენი (61. გიუნდოგანი), სტერლინგი.