“სითი ინსტიტუტის” დირექტორი – ვფიქრობ, გენგეგმა ხვალვე შეიძლება იყოს მიღებული, რაც ქალაქს ძალიან წაადგება
ჩემი აზრით, შეიძლება გენგეგმა ხვალვე იქნას მიღებული და ეს ქალაქს ძალიან წაადგება, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტის” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. სალუქვაძე საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციებთან და ექსპერტებთან თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
მისი თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრა იყო კონსტრუქციული და ყველა კითხვას გაეცა პასუხი.
“ოპოზიცია კრიტიკულია უფრო პროცესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება გეგმის არმიღებას. მიმაჩნია, რომ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ყველა კითხვას გაეცა პასუხი და საკმაოდ კეთილგანწყობაა გენგეგმასთან დაკავშირებით. მგონი შევთანხმდით, რომ გენგეგმა მისაღებია ნამდვილად და შენიშვნები არ არის ისეთი კონცეპტუალური, რომელიც წყვეტს გენგეგმის მიღება-არმიღების საკითხს. ჩემი აზრით, შეიძლება გენგეგმა ხვალვე იქნას მიღებული და ეს ქალაქს ძალიან წაადგება მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ქალაქში არის, ქაოტური განაშენიანების მხრივ”, – განაცხადა სალუქვაძემ .