სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ, რომ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალზე თავდასხმაა – „ისტორია განსჯის ამ მომენტს“
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალზე თავდასხმაა.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები „თავდასხმაა კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის საფუძვლებზე“, რადგან ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის თანახმადაც, კანონზე მაღლა არავინ დგას.
სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ქმედებებით ცდილობენ თანამშრომლების დაშინებასა და მათი საქმიანობის შეფერხებას.
„საქმე მხოლოდ ერთი ინსტიტუტის დაცვას არ ეხება, არამედ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას. ისტორია განსჯის ამ მომენტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 125 წევრ ქვეყანას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მას.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისთვის, ნავი პილაისთვის ნობელის პრემიის გადაცემის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა.