სირიული მედია – ისრაელის ჯარებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის სამხრეთში, დარაას პროვინციის დასავლეთ ნაწილში შევიდნენ

18:15, 07.08.2026

ისრაელის ჯარებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის სამხრეთში, დარაას პროვინციის დასავლეთ ნაწილში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სირიული ტელეკომპანიის ცნობით, ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ორ სოფელს და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ პოზიციებს.

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სირიის ხელისუფლებამ ადრე არაერთხელ დაადანაშაულა ისრაელი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

სირიული მედიის თანახმად, 2026 წლის ივლისში ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ სირიაში ჩადენილი 187 დარღვევა მოხდა, რაც დაახლოებით 22 პროცენტით ნაკლებია ივნისთან შედარებით, როდესაც 239 დარღვევა დადასტურდა.

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ 26 ივლისს განაცხადა, რომ დამასკო ცდილობს, თავიდან აიცილოს ისრაელთან კონფრონტაცია და მეგობარ სახელმწიფოებთან მუშაობს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

მსგავსი