სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ გოლანის სიმაღლეებიდან დამასკოს მახლობლად სამიზნეებზე იერიში მიიტანა
სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ გოლანის სიმაღლეებიდან დამასკოს მახლობლად სამიზნეებზე იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ გოლანის სიმაღლეებიდან სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანა. სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ თვითმფრინავებიდან გაშვებული რაკეტების უმრავლესობის განეიტრალება შეძლო.

სირიის თავდაცვის უწყება უმნიშვნელო მატერიალურ ზარალზე იუწყება.

ტელეკომპანია „ალ ჰადატის“ ინფორმაციით, ავიაიერიშში ისრაელის სამხედრო ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამეთაურო პუნქტები დაბომბეს.

ტელეკომპანიის ცნობით, შიიტ მებრძოლებსა და ირანელ სამხედრო მრჩევლებს შორის არის მსხვერპლი, ასევე არიან დაშავებულები.