სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, სირიაში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე ისრაელმა თავდასხმა განახორციელა
სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, სირიაში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე ისრაელმა თავდასხმა განახორციელა

სირიაზე ავიაიერიში განხორციელდა.

როგორც „ბიბისი“ სირიის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით წერს, ცენტრალურ სირიაში რამდენიმე სამხედრო ობიექტზე ისრაელმა თავდასხმა განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.