სირიის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აბუ ალ-დუჰურის საჰაერო ბაზაზე ისრაელის ავიადარტყმა არასაჭირო ესკალაციაა, რომელიც ხელს არ უწყობს რეგიონულ სტაბილურობას

17:42, 18.08.2026

აშშ ისრაელს სირიის საჰაერო ბაზაზე დღეს დილით მიტანილი საჰაერო დარტყმების გამო აკრიტიკებს.

სირიის საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, ტომ ბარაკის განცხადებით, „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, აბუ ალ-დუჰურის საჰაერო ბაზაზე ისრაელის ავიადარტყმა არის არასაჭირო ესკალაცია, რომელიც ხელს არ უწყობს რეგიონულ სტაბილურობას“.

მისივე თქმით, ვაშინგტონი ყველა მხარეს მოუწოდებს, პრიორიტეტი ლოგიკურ დიალოგს მიანიჭონ და არა შემდგომ სამხედრო ინციდენტებს.

როგორც ტრამპის წარმომადგენელი განმარტავს, დამასკოს არ დაუკავებია არც მტაცებლური პოზიცია და არც მარიონეტულ ძალებს ინარჩუნებს, პირიქით, მან არაერთხელ მიანიშნა, რომ სურს ისრაელთან დე-ესკალაცია.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაიერიში გაუმართლებელი აგრესია და სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევვაა.

უწყებაში აცადებენ, რომ ისრაელი ცდილობს, რეგიონი დაძაბულობასა და არასტაბილურობაში ჩაითრიოს.

მსგავსი