სირიის სახელმწიფო მედია - ისრაელმა სირიის ორი აეროპორტის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა
სირიის სახელმწიფო მედია - ისრაელმა სირიის ორი აეროპორტის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიის ორი აეროპორტის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.

სირიის საინფორმაციო სააგენტოში აცხადებენ, რომ თავდასხმა დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებზე განხორციელდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციას ემსახურება, არამედ სამხედრო ბაზებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, არის სატრანზიტო პუნქტები ირანისთვის.