სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას არაბული მედია სირიის სამთავრობო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვალიდ ალ-მუალემი ბაშარ ასადის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებდა.

ვალიდ ალ-მუალემი 1964 წლიდან მუშაობდა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იგი მსახურობდა სირიის დიპლომატიურ მისიებში ტანზანიაში, საუდის არაბეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში. სხვადასხვა დროს მუალემი მუშაობდა სირიის ელჩად რუმინეთსა და შეერთებულ შტატებში.

ვალიდ ალ-მუალემი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა. სწორედ ვალიდ ალ-მუალემის მინისტრობის დროს აღიარა სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს, რის შემდეგაც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.