სირიის საგარეო საქმეთა მინისტრად ვეტერანი დიპლომატი ფაისალ მეკდადი დაინიშნა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრად ვეტერანი დიპლომატი ფაისალ მეკდადი დაინიშნა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრად ვეტერანი დიპლომატი ფაისალ მეკდადი დაინიშნა. ინფორმაციას „როიტერი“ სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეკდად ვალიდ მოალემს ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.

66 წლის ფაისალ მეკდადი 2006 წლის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ასევე იყო სირიის ელჩი გაერო-ში.

ამასთან, ბაშარ ასადმა გაერო-ში ამჟამინდელი ელჩი ბაშარ ალ-ჯააფარი საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა.