სირიის ქალაქი რას-ელ-აინი რამდენიმე მძიმე სამხედრო ტექნიკამ დატოვა [ვიდეო-ფოტო]

სირიის ქალაქი რას-ელ-აინი რამდენიმე მძიმე სამხედრო ტექნიკამ დატოვა. ფაქტის გადაღება საქართველოს პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა შეძლო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თურქეთის არმიის არტილერიამ გზა თურქეთის ტერიტორიაზე გააგრძელა.

სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში დღის განმავლობაში პერიოდულად ისმოდა სროლის ხმა, თუმცა უცნობია, ვინ გახსნა ცეცხლი და ვისი მიმართულებით. ოფიციალური განცხადება არც აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.