სირიის ქალაქ თელ-თამერში ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
სირიის ქალაქ თელ-თამერში ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სირიის ქალაქ თელ-თამერში ამერიკელმა და რუსმა სამხედროებმა იჩხუბეს.

„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ქალაქში აშშ-ის არმიის სამხედროები თარჯიმანთან ერთად იმყოფებოდნენ და აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციაზე ადგილობრივი მცხოვრებლების მოსაზრებების გაგებას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს ქალაქის არაბული და ქურთული მოსახლების ნაწილმა სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლის გამო ამერიკელებს მოღალატეები უწოდა და თავდასხმა სცადა.

დაძაბულობის დროს, შემთხვევის ადგილზე რუსი სამხედროები მივიდნენ და ერთი და იმავე ტერიტორიაზე ყოფნის გამო, ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სირიიდან ჯარის გაყვანაზე დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, თელ-თამერი ერთ-ერთი ქალაქი იყო, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს.