სირიის ქალაქ რას ელ-აინში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის [ფოტო, ვიდეო]

სირიის ქალაქ რას ელ-აინში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.  აღნიშნული ფაქტი საქართველოს პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა.

ქურთი მებრძოლების ინფორმაციით, სირიის ქალაქისკენ სროლა თურქეთის მხრიდან ხორციელდება, რასაც თურქეთი უარყოფს. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ისინი შეთანხმებას ასრულებენ.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის ხუთი დღით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.