სირიის ქალაქ აფრინთან დაკავშირებით თურქეთმა რუსეთს ერთობლივი სამოქმედო გეგმა შესთავაზა

18:54, 13.11.2017

სირიის ქალაქ აფრინთან დაკავშირებით თურქეთმა რუსეთს ერთობლივი სამოქმედო გეგმა შესთავაზა,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია აფრინის პროვინციიდან მომდინარე საფრთხის უგულებელყოფა და ვალდებული ვართ, საჭირო ზომები მივიღოთ. ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიტიური ხედვა ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს“, – აღნიშნა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

ქალაქი აფრინი სირიელი ქურთებითაა დასახლებული.

მსგავსი