სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ
სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადსა და მის მეუღლეს – ასმა ალ ასადს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. ინფორმაციას „სიენენი“ ასადის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაშარ ალ ასადსა და მის მეუღლეს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ისინი კარანტინში, შინ არიან.

სირიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 15 981 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 063 ადამიანი.