სირიის პრეზიდენტი - ტრამპი საუკეთესოა არა კარგი პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ პირდაპირ ამბობს, „ჩვენ გვინდა ნავთობი“
სირიის პრეზიდენტი - ტრამპი საუკეთესოა არა კარგი პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ პირდაპირ ამბობს, „ჩვენ გვინდა ნავთობი“

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის საუკეთესო პრეზიდენტად მოიხსენია. ასადის განმარტებით, ასეთი შეფასება ტრამპის პირდაპირობასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი საკუთარ მიზნებზე ღიად საუბრობს. მაგალითად, ბაშარ ასადს დონალდ ტრამპის მიზანი მაგალითად მოჰყავს, მოიპოვოს კონტროლი სირიის ნავთობსაბადოებზე, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ განაცხადა.

„ის საუკეთესოა არა კარგი პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ უფრო გამჭვირვალეა, პირდაპირ ამბობს, „ჩვენ გვინდა ნავთობი“. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე ღია მტერია?“ – აღნიშნავს ასადი და აცხადებს, რომ საერთო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტები დამნაშავეები არიან, რომლებიც ხანდახან ნობელის მშვიდობის პრემიასაც იღებენ.