სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა
სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ ავრცელებენ.
მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია.
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაზიანებული ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.
ისრაელში სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
#BREAKING Syria’s two main airports — Aleppo and Damascus — out of service after Israeli strikes: state media pic.twitter.com/xFd3gcLmwh
— AFP News Agency (@AFP) October 12, 2023