სირიის ხელისუფლება – თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში ანტიკური ტაძარი აინ-დარა დააზიანა

14:16, 29.01.2018

სირიის ხელისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში ანტიკური ტაძარი აინ-დარა დააზიანა.

აინ-დარა რკინის ხანის პერიოდის ტაძარია, სადაც შემორჩენილია ჩუქურთმებიანი ბაზალტის ბლოკები და კედლის რელიეფები.

სირიის ხელისუფლება და სიძველეთა დეპარტამენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, მოახდინოს ზეწოლა თურქეთზე, რომ არქეოლოგიურ და კულტურულ ძეგლებზე დაბომბვა შეწყვიტოს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, აინ-დარაზე თურქეთის ავიაციის იერიშმა სერიოზული ზიანი გამოიწვია, თუმცა არავინ დაღუპულა.

მსგავსი