სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 358 ადამიანი

17:38, 05.07.2020

სირიაში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „სანა“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებით მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში სირიაში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 358 შეადგინა.

მსგავსი