სირიის ჰასაქას პროვინციაში ციხის ამბოხების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ
სირიის ჰასაქას პროვინციაში ციხის ამბოხების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ

სირიის ჩრდილოეთში, ჰასაქას პროვინციაში ციხის ამბოხების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ.

ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესსპიკერის, მუსტაფა ბალის განცხადებით, პატიმრებმა ციხის შიდა კარი გატეხეს, პირველ სართულზე კონტროლი დაამყარეს და რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა.

შემთხვევის ადგილზე ანტიტერორისტული ძალები განთავსდნენ, რეგინის საჰაერო სივრცეში კი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციაში აცხადებენ, რომ ციხეში უცხო ეროვნების ჯიჰადისტები იმყოფებიან.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ციხიდან გაქცევა სულ მცირე 12-მა ჯიჰადისტმა მოახერხა.

ქურთი სამხედროები, სირიის ჩრდილოეთში 24 საპატიმრო დაწესებულებას აკონტროლებენ, სადაც 10 000-მდე რადიკალი ისლამისტი იმყოფება, მათ შორის 2 000 უცხოეთი მოქალაქეა.